დავით სერგეენკო: ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები მოგვცემს საშუალებას, რომ ვიზრუნოთ იმ ხარვეზების აღმოფხვრაზე, რომელზეც დაგვიგროვდა უკვე გამოცდილება
26-11-2016, 02:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის მთავარი რეფორმები ამბულატორიული პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწვდომადობის გაზრდისკენ იქნება მიმართული.

 


მისივე თქმით, ძირითადი მიმართულებები ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის დანერგვასა და სამედიცინო დახმარების სერვისების ახალი, ინტეგრალური სისტემის დანერგვას ითვალისწინებს.

 


"სამივე ეს, ერთობლიობაში მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ წარმატებით საყოველთაო ჯანდაცვა და ვიზრუნოთ იმ ხარვეზების აღმოფხვრაზე, რომელზეც დაგვიგროვდა უკვე გამოცდილება", - განაცხადა სერგეენკომ პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატებისა და პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი