ნინო ბურჯანაძე: მესმის, ბ-ნო ბიძინა, რომ ძალიან გეშინიათ ბურჯანაძის, აბა, დავსხდეთ და ვიდებატოთ, მაგრამ რა არის ასეთი პათოლოგიური შიში?!
12-10-2016, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს მისი პათოლოგიურად ეშინია.

 

 

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ მას საკუთარი თავისადმი უფრო მეტი პატივისცემა გაუჩნდა.

 

 

„მესმის, ბ-ნო ბიძინა, რომ ძალიან გეშინიათ ბურჯანაძის. აბა, დავსხდეთ და ვიდებატოთ, მაგრამ რა არის ასეთი პათოლოგიური შიში?! მართალი გითხრათ, მეტი პატივისცემა გამიჩნდა საკუთარი თავისადმი - მიშას ჩემი ეშინოდა, ნახევარ ამერიკას ჩემი ეშინია“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

როგორც ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ,,კავკასიის“ ეთერში თქვა, არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე იყო გაცემული ბრძანება, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რათა არჩევნებზე მისულიყო არანაკლებ 1 800 ათასი ადამიანი და ასევე ბრძანება იყო გაცემული, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიას არავითარ შემთხვევაში არ გადაელახა ბარიერი.

 

 

„ზუსტად ვიცი, ვინც შეეკამათა ბიძინა ივანიშვილს და უთხრა, რომ ჩვენი პარტია 6%-ს ყველა ვარიანტში აიღებდა და პასუხიც ვიცი: ,,შენ თუ ამის გაკეთების თავი არ გაქვს, მაშინ გაიწიე გვერდზე და ამას ისინი გააკეთებენ, ვისაც ეს შეუძლია. ბურჯანაძე პარლამენტში არ უნდა იყოს“. მე კი შევეჩვიე იმას, რომ გაუგებარი თუ გასაგები მიზეზების გამო, ბიძინა ივანიშვილი, თავისი პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან, მიშა სააკაშვილზე და „ნაციონალებზე“ უფრო მეტად რომ ბურჯანაძეს ებრძვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამჯერად, უფრო დაიმედებული ვიყავი, რომ ტოტალურ გაყალბებაზე და ტოტალურ ფალსიფიცირებაზე ეს ადამიანები არ წავიდოდნენ და მართლაც ექნებოდათ მცდელობა, რომ არჩევნები, მეტ-ნაკლებად, ჩარჩოებში ჩამჯდარიყო. ასეთ შემთხვევაში, გამომდინარე მოსახლეობის იმ მხარდაჭერისა (პრაქტიკულად 200 ათასი ადამიანის), „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობას“ უნდა მიეღო მინიმუმ 10% და იმ სწორი პროგრამის შედეგად, რაც პარტიამ შეთავაზა მოსახლეობას, 15%-მდეც უნდა ასულიყო. აჭარაში - 7%-მდე, ხოლო დანარჩენ საქართველოში სავარაუდოდ 8-10 %-მდ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მისი თქმით, „ოცნებამ“ და „ნაციონალებმა“ ერთმანეთთან შეთანხმებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ხმები გადაინაწილეს.

 

 

„დაახლოებით ასეთი შეთანხმება იყო: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა შეემჩნია „ქართული ოცნების“ კარუსელი და პირიქით - „ოცნებას“ ყურადღება არ უნდა მიექცია „ნაციონალების“ ქმედებებისთვის. ბოკერია და ივანიშვილი შეთანხმდნენ და სააკაშვილის შუადღის განცხადება, აღარ მოვდივარ საქართველოშიო, ამის ნათელი დადასტურება იყო. მაგრამ ივანიშვილმა ის ვერ გათვალა, რომ კი შეუთანხმდა „ნაციონალებს“, მაგრამ სააკაშვილი, რომელიც კლასიკური ტიპის ,,გადამგდებია“ ( თუმცა, ივანიშვილს ასეთი რამ არ უნდა უკვირდეს), საღამოს გამოვარდა და გამოაცხადა, უფრო მეტი ხმა მქონდაო. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა იყო, რომ ბურჯანაძე არ გაძლიერებულიყო პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა იმიტომ კი არა, რომ მას ჩემი პრორუსულობა არ მოსწონს, ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ლოგიკურად მოაზროვნე ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 32
#32   Leonie
      
References:


Legiano Casino Auszahlungsdauer http://www.qazaqpen-club.kz
დღეს, 19:29
#31   Keri
      
დღეს, 08:11
#30   Nadia
      
References:


Legiano Casino No Deposit Bonus https://gratisafhalen.be/
დღეს, 04:50
#29   Fred
      
References:


Legiano Casino Support https://hedgedoc.eclair.ec-lyon.fr/
გუშინ, 19:20
#28   Teddy
      
References:


Manoir de beauregard sound.gatzone.com
გუშინ, 15:27
#27   Jarrod
      
References:


North brunswick nj https://unitedmusicstreaming.com
გუშინ, 09:36
#26   Gayle
      
References:


Sbg global mobile https://geraldmercer.com/maggots/
24 ივნისი 2026 07:36
#24   Marta
      
References:


Solitaire strategy https://smartcampus-seskoal.id/
23 ივნისი 2026 14:26
#23   Sheena
      
References:


Grand online casino https://revenu.live
23 ივნისი 2026 02:15
#22   Emory
      
References:


Riverwind casino https://ms.consorcioack.com/maripacheco333
22 ივნისი 2026 12:52
#21   Williams
      
References:


Las vegas casino budapest networkbookmarks.com
21 ივნისი 2026 17:06
#20   Zachery
      
References:


%random_anchor_text% https://atavi.com/
21 ივნისი 2026 15:27
#19   Britney
      
References:


%random_anchor_text% gojourney.xsrv.jp
21 ივნისი 2026 06:52
#18   Annmarie
      
References:


Playing roulette dailybeacon.site
11 ივნისი 2026 00:40
#17   Carolyn
      
References:


Kewadin casino sault ste marie https://headlinelog.site
10 ივნისი 2026 08:28
#16   Roy
      
9 ივნისი 2026 17:11
#15   Jacquelyn
      
9 ივნისი 2026 14:37
#14   Kai
      
References:


Louisiana casinos a-taxi.com.ua
9 ივნისი 2026 11:22
#13   Huey
      
9 ივნისი 2026 04:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი