„ქართული ოცნების“ ცნობით, ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა 3 ახალგაზრდა სცემეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ
02-10-2016, 02:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოსალოდნელია პროვოკაციები.

 

 

აღნიშნულით მერაბ ქვარაია ზუგდიდის სოფელ დიდინეძში გუშინ მომხდარ ინციდენტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

 

 

მან მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და წევრებს მოუწოდა, არ აჰყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებს.

 

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას, ძალადობას. სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ატარებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას, რამაც გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი თავს დაესხნენ ამ ახალგაზრდებს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. ნაცემია სამი ახალგაზრდა, მათ შორის სასტიკად ნაცემია 19 წლის გოგონა, რომელიც უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორ მათგანს აქვს თავის ტვინის შერყევა. მათ ამჟამად მკურნალობენ. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ არანაირად არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს, რომელიც მოსალოდნელი იქნება და შესაძლოა უფრო ხშირი გახდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში. „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვეულ, მშვიდ გარემოში გაგრძელდეს არჩევნები და დასრულდეს ის ასევე ჩვეულ, მშვიდ გარემოში 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებით“,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

 

ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმ ნინო მგალობლიშვილის განცხადებით, სოფელ დიდინეძში დაშავებულ გოგონას თავის არეში მიყენებული დაზიანების გარდა, ყელზე ნაჭდევებიც აღენიშნება. მისი თქმით, საავადმყოფოში შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა შეიყვანეს, რომელთა მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

 

 

„ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრავმა. სამივეს მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს, ერთი გაეწერება ბინაზე. გოგონა უგონო მდგომარეობაში არ შემოუყვანიათ. ადგილზე ჰქონდა რამდენჯერმე გონის კარგვა და ასევე ადგილი ჰქონდა მცირე ამნეზიასაც, რადგან გარკვეული მომენტები არ ახსოვს. მას ყელზე აღენიშნება ორმხრივი ნაჭდევი“, - განაცხადა ნინო მგალობლიშვილმა.

 

 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, მერი შენგელაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი სოფელ დიდინეძში მაშინ სცემეს, როდესაც პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ. მისი ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

 

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ დიდინეძში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსს პაპუნა კუკავას, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, გუშინ კუკავა ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, ქუჩაში მოძრაობა „ქართული ოცნების“ 20-მდე მხარდამჭერს პრაქტიკულად გადაკეტილი ჰქონდა, კუკავამ მათ გატარება სთხოვა, რასაც მათი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

 

 

„ხმაურზე კუკავას მეზობლები გამოვიდნენ. ორმხრივ ჩხუბში დაზიანდა ენმ-ის მხარდამჭერის ავტომობილი. ამ დროისათვის პოლიციას განყოფილებაში გადაყვანილი ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ დიდინეძის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი პრვოკაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს გუბერნატორი ლევან შონია, „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ედიშერ თოლორაია და „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია. ასეთი აგრესიული ქმედება ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, ისინი გრძნობენ, რომ ზუგდიდში პირწმინდად წაგებული აქვთ არჩევნები და პროვოკაციული მოქმედებებით ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლება, რაც მათ არ გამოუვათ“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 42
#42   Valeria
      
References:


Legiano Casino Treueprogramm https://hackmd.okfn.de/s/rJnAvwQlGg
დღეს, 06:48
#41   Celesta
      
References:


Legiano Casino Download https://pad.geolab.space/s/6e0QBsOxs
დღეს, 06:21
#40   Bettye
      
References:


Legiano Casino Treueprogramm pad.geolab.space
დღეს, 03:31
#39   Carmella
      
References:


Silver sands casino https://bantooplay.com/@kandi54k65313?page=about
დღეს, 01:45
#38   Hildred
      
References:


Mazatzal casino https://quickdatescript.com
გუშინ, 07:23
#37   Russ
      
References:


Soaring eagle casino coupons https://adufoshi.com
გუშინ, 06:22
#36   Randolph
      
References:


Harrah's ak chin casino shreegandha.com
23 ივნისი 2026 13:17
#35   Lachlan
      
References:


Games slot machines https://nasheed.ru/
22 ივნისი 2026 23:23
#34   Tamika
      
References:


Casino lobby mybet https://viddertube.com/
22 ივნისი 2026 15:22
#33   Kandace
      
21 ივნისი 2026 19:44
#32   Karina
      
References:


Osage casino skiatook https://bookmarkproduct.com/
21 ივნისი 2026 17:00
#31   Alana
      
References:


%random_anchor_text% https://apunto.it/user/profile/1064529
21 ივნისი 2026 15:23
#30   Monica
      
References:


Hollywood casino cincinnati https://atozbookmark.com
21 ივნისი 2026 13:24
#29   Geri
      
References:


%random_anchor_text% writeablog.net
21 ივნისი 2026 11:56
#28   Kennith
      
References:


Legiano Casino Zahlungsmethoden https://topsitenet.com/
19 ივნისი 2026 23:29
#27   Kendrick
      
References:


Charlevoix quebec truckwiki.site

References:


Migliori casino online https://pad.geolab.space
11 ივნისი 2026 09:38
#26   Carlo
      
References:


Cinema casino https://headlinelog.site
10 ივნისი 2026 08:42
#25   Rocco
      
References:


Comanche red river casino 24propertyinspain.com
10 ივნისი 2026 00:40
#24   Arnold
      
References:


Play online games mario https://telegra.ph
9 ივნისი 2026 11:32
#23   Florence
      
References:


Best online shooter https://www.garagesale.es
8 ივნისი 2026 17:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი