დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, სოკრატეს გამონათქვამები
01-02-2013, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, სოკრატეს გამონათქვამები: (ჩვ. წ. აღ. 469-399)

 

 

 მხოლოდ ერთადერთი ნამდვილი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, იცოდე რომ შენ არაფერი არ იცი.

 

მე არ ძალმიძს ვინმეს რაიმე ვასწავლო. მხოლოდ ის შემიძლია, რომ ადამიანებს დაფიქრების საშუალება მივცე.

 

განცვიფრება სიბრძნის დასაწყისია.

 

იყავი კეთილი ადამიანების მიმართ, რადგან თითოეულ მათგანს თავისი წილი გაჭირვება თან დაჰყვება ცხოვრების მეგზურად.

 

იმისათვის რომ იპოვო საკუთარი თავი, იფიქრე საკუთარ თავზე.

 

იყავი აუჩქარებელი და დაკვირვებული სანამ ვინმეს დაუმეგობრდები, მაგრამ როცა დაუმეგობრდები, ურყევად და სამარადჟამოდ განაგრძე მასთან მეგობრობა.

 

გირჩევ ყველა ვარიანტში დაქორწინდე: თუ კარგი ცოლი შეგხვდა, ბედნიერი იქნები; თუ ცუდი, მაშინ ფილოსოფოსი გახდები.

 

ძლიერი გონების პატრონნი იდეებზე მსჯელობენ, საშუალო გონებისანი მოვლენებზე, სუსტნი კი ხალხზე.

 

თუ კი ვერ იღებ იმას, რაც გსურს რომ მიიღო, იტანჯები; თუ იღებ იმას, რაც არ გსურს, მაინც იტანჯები; თუ იღებ იმას რაც გსურს, მაშინაც იტანჯები, რადგან ვერ ახერხებ სამუდამოდ შეინარჩუნო ის, რაც მიიღე. შენი გონება შენივე დამაბრკოლებელია. მას სურს ცვლილებებისაგან თავისუფალი იყოს; მას სურს თავისუფალი იყოს ტკივილისაგან, ცხოვრებისეული ვალდებულებებისა და სიკვდილისაგან. მაგრამ ცვლილება არის ცხოვრების კანონზომიერება და ვერანაირი თავის მოჩვენებითობა ვერ შეცვლის ამ რეალობას.

 

ის ვინც კმაყოფილი არ არის იმით, რაც გააჩნია, არც იმით იქნება კმაყოფილი, რაც უნდა რომ გააჩნდეს.

 

ჩვენს ახალგაზრდებს ახლა ფუფუნება უყვართ. მათ ცუდი მანერები აქვთ. არაფრად აგდებენ ხელისუფლებას; ამჟღავნებენ ასაკში მყოფი ადამიანებისადმი უპატივცემულობას და უყვართ ლაქლაქი შრომისა და გარჯის ნაცვლად; ისინი უკვე ფეხზეც კი აღარ დგებიან როცა ოთახში მათზე უფროსი ასაკისანები შემოდიან; ეწინააღმდეგებიან თავიანთ მშობლებს; ხარბად სანსლავენ საჭმელს და ტირანივით ექცევიან თავიანთ მასწავლებლებს.

 

თითოეულ ქმედებას თავისი წილი სიამოვნება და ფასი აქვს.

 

კარგი რეპუტაციის მისაღწევად მაქსიმალურად ეცადე გახდე ისეთი, როგორიც გინდა რომ ჩანდე სხვის თვალში.

 

კმაყოფილების გრძნობა ბუნებრივი სიმდიდრეა, სიმდიდრე კი ხელოვნური სიღარიბე.

 

დებატებში დამარცხებულისთვის მთავარ იარაღად ცილისწამება რჩება.

 

შური სულის წყლულია.

 

ყველაზე მხურვალე სიყვარულს ყველაზე ცივი დასასრული აქვს.

 

წასვლის ჟამი დგება და ჩვენ სხვადასხვა გზით მივემგზავრებით. მე ვკვდები და შენ კი ცხოვრებას განაგრძობ. მხოლოდ ღმერთმა უწყის ამ ორიდან რომელია უკეთესი.

 

თუ გინდა რომ იყო კარგი ცხენოსანი, ყველაზე ურჩი ცხენი მოათვინიერე. თუ მას დაიმორჩილებ, მაშინ ყველა სხვა ცხენსაც მოარჯულებ.

 

მე ვიცი რომ ჭკვიანი ვარ, რადგანაც ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი.

 

როგორც კი ქალი მამაკაცის თანასწორი ხდება, ის უკვე მასზე უფროსობას იწყებს.

 

პატივცემულო მეგობრებო, მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქის, ათენის მოქალაქენო, აგრერიგად გამოჩენილნო თქვენი გონიერებით და ძალაუფლებით, ნუთუ არ გრცხვენიათ ასე ხელაღებით რომ იბრძვით ფულის მოხვეჭისა და თქვენი პრესტიჟისა და რეპუტაციის გასამყარებლად, მაშინ როცა სიმართლისა და სიბრძნის დასაცავად და თქვენი სულის საცხონებლად არავითარი ზრუნვისა და წუხილის ნიშნები არ გეტყობათ?

 

ყველა ადამიანის სული უკვდავია, მაგრამ სამართლიანი ადამიანის სული უკვდავიცაა და ღვთაებრივიც.

 

შენი ჭინჭებით შენს პატივმოყვარეობას ვხედავ.

 

მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი.

 

მას ვისაც არ შეუძლია საზოგადოების ნაწილი იყოს და იცხოვროს მის გვერდით, ანდა ვინც თვლის რომ ამის საჭიროება არ გააჩნია და მხოლოდ საკუთარი თავით კმაყოფილდება, ის ან მხეცია ანდა ღმერთი.

 

იმისათვის რომ მოძრაობაში მოვიყვანოთ მსოფლიო, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა ავამოძრაოთ.

 

არც ერთ მამაკაცს არ აქვს უფლება წლების მატებასთან ერთად, ფიზიკურ ვარჯიშზე უარის თქმის გამო, ფიზიკურად განუვითარებელი დარჩეს. მამაკაცისთვის სირცხვილია ასაკის მატებასთან ერთად არ მისდიოს ფიზიკურ წვრთნას და არ გამოიყენოს შანსი მისი სხეული იმ მშვენიერებასა და სიძლიერეს აზიაროს, რისი შესაძლებლობაც მას გააჩნია.

 

გონება ყველაფერია. რასაც ფიქრობ, იმას აღწევ.

 

ბედნიერების საიდუმლო მდგომარეობს არა მეტის მიღწევაში, არამედ იმ უნარის განვითარებაში, შეძლო ისიამოვნო ნაკლებით.

 

მშვენიერება ხანმოკლე ტირანიაა.

 

ერთ დღეს მოხუცი, ბრძენი სოკრატე ქუჩას მიუყვებოდა, როცა მოულოდნელად მას კაცი გამოეკიდა და საუბარი დაუწყო: “სოკრატე, მინდა გითხრა რაღაც შენი მეგობრის შესახებ, რომელმაც...”

 

“მოითმინეთ!” შეაწყვეტინა სოკრატემ, “ე.ი. გინდათ მომიყვეთ ამბავი, მაგრამ გაატარეთ თუ არა ეს ამბავი სამ საცერში?”

 

“სამ საცერში?” რას ნიშნავს სამი საცერი?”

 

“მოდი, ვცადოთ ავხსნათ,” თქვა სოკრატემ.

 

“პირველი საცერი, ესაა სიმართლის საცერი. შეამოწმეთ და გამოიკვლიეთ, არის თუ არა მართალი ის ამბავი რაც ჩემთვის უნდა მოგეყოლათ?” ჰკითხა სოკრატემ.

 

“აბა რა გითხრათ, არა, რადგან ეს ამბავი ეს-ესაა რაც გავიგე.” - უპასუხა კაცმა.

 

“აჰა, გასაგებია. მაშ, მეორე საცერი თუ გამოიყენეთ, სიკეთის საცერი? ანუ, რაც უნდა მითხრა, რაიმე კარგის შესახებაა?” იკითხა სოკრატემ.

 

“ჰმ, არა, პირიქით, ცუდი რამაა” - უთხრა  კაცმა.

 

“მოდი ახლა მესამე საცერი გამოვიყენოთ. არის კი საჭირო მითხრათ ის ამბავი, რისი თქმის გულისთვისაც ასე აღგზნებული გამომეკიდეთ?” -ბოლო კითხვა დაუსვა სოკრატემ ამ კაცს.

 

“არა, არ არის საჭირო.”- უპასუხა მამაკაცმა.

 

“კარგით” - თქვა სოკრატემ ღიმილით: “თუ ამბავი, რომელიც ჩემთვის უნდა მოგეყოლათ არაა მართალი, კარგი, ანდა საჭირო, მაშინ უბრალოდ დაივიწყეთ ის და აღარ შემაწუხოთ ამით.”    

 

 

guardian.ge

 

 

კომენტარები: 610
#610   Kandi
      
References:


Hitnspin casino paysafecard dancewiki.site
13 ივნისი 2026 05:32
#609   Danelle
      
References:


Ottawa casino actualites.cava.tn
11 ივნისი 2026 19:38
#608   Florrie
      
References:


Wheel of fortune slots freudwiki.site
11 ივნისი 2026 19:31
#607   Jessie
      
11 ივნისი 2026 19:25
#606   Bea
      
11 ივნისი 2026 18:52
#605   Osvaldo
      
References:


Santa fe casino las vegas https://telegra.ph/
11 ივნისი 2026 18:18
#604   Dong
      
References:


Roulette com https://skyscrapperwiki.site/
11 ივნისი 2026 12:14
#603   Margarito
      
References:


Mobile slots https://literaturewiki.site/
11 ივნისი 2026 12:07
#602   Alicia
      
References:


Blackjack switch hackmd.okfn.de
11 ივნისი 2026 10:32
#601   Nannie
      
References:


Vancouver casinos https://atavi.com
10 ივნისი 2026 14:58
#600   Hollie
      
References:


Hoyle casino https://bookmarkdaily.site
10 ივნისი 2026 12:31
#599   Liam
      
References:


Meadows casino https://headlinebeacon.space
10 ივნისი 2026 12:30
#598   Delphia
      
References:


Video poker online bookmarkdaily.space
10 ივნისი 2026 03:13
#597   Janette
      
References:


Melbourne casino https://gamingwiki.space/
9 ივნისი 2026 21:03
#596   Raymond
      
9 ივნისი 2026 16:14
#595   Anastasia
      
References:


House of fun casino wptavern.com
9 ივნისი 2026 14:56
#594   Christena
      
References:


On line casinos https://architecturewiki.site/wiki/Jet_Casino_Test_2026_Ist_es_seris

References:
https://architecturewiki.site/
9 ივნისი 2026 08:18
#593   Tiffani
      
References:


Silverton casino https://chesswiki.site/wiki/Erfahrungen_Bewertung_2026
9 ივნისი 2026 07:12
#592   Nicole
      
References:


Roulette board https://hedgedoc.info.uqam.ca/s/cX03NfxLF
8 ივნისი 2026 19:47
#591   Maureen
      
References:


Flamingo casino las vegas https://my.vipaist.ru/user/screenowner2/
8 ივნისი 2026 18:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 31წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი