თბილისის ნაწილს, 13 მაისს, გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. ”ყაზრტანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, 13 მაისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N2/4, N8-1, N8-2, N8-3, N8-4, გორგასლის ქ. N40-ში მდებარე შპს "დონნა გრუპ"-ის საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლებს.
გაზის მიწოდების გარეშე დარჩება ასევე, გულიას ქუჩაზე - რესტორანი "თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი", სასტუმრო "ბაზალეთი", გორგასლის ქუჩაზე - ყოფილი ციხეების ტერიტორიაზე არსებული სასჯელაღსრულების N12 დაწესებულება და თავდაცვის სამინისტროს ობიექტი, შპს "პირველი კომპანია", შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი", საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - "ჯიპა", შპს "ასელი", "ბილაინ"-ის ოფისი - შპს "მობიტელი", შპს "ფრესკო" სუპერმარკეტი, სს "კრწანისი-პური", პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს შენობები, ყოფილი ფაბრიკა "ნადიკვარი"-ს ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტები და სხვა (400-მდე აბონენტი).
გაზმომარაგება ეტაპობრივად სამუშოს დასრულებისთანავე აღდგება.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.