ენზელ მკოიანი: „პეტროსიანმა ჩემი მიმართულებით 3-ჯერ, დამიზნებით ისროლა და ჩემს მოკვლას აპირებდა; რომ არა ის ფაქტი, რომ მე-4 გასროლისას იარაღმა უმტყუნა, შესაძლოა, ეს დაპირისპირება ტრაგედიით დასრულებულიყო“
31-03-2020, 18:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი მასსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს შორის 26 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ პეტროსიანმა მისი მიმართულებით „სამჯერ, დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა“.

 

 

ენზელ მკოიანის თქმით, ამას ადასტურებს ჩანაწერები სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან, რომელიც შს სამინისტროს მიერ უკვე ამოღებულია და საქმის მასალებში დევს.

 

 

მკოიანის თქმით, „რომ არა საპატრულო ეკიპაჟის სწრაფი და დროული ჩარევა და ის ფაქტი, რომ პეტროსიანს მეოთხე გასროლისას იარაღმა უმტყუნა, შესაძლოა, ეს დაპირისპირება ტრაგედიით დასრულებულიყო“.

 

 

 

„მსურს, საზოგადოებისთვის დეტალური განმარტება გავაკეთო რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში განვითარებულ ხმაურიან მოვლენებზე. 26 მარტს, სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაჟორიტარი, რომელიც დღეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, კიდევ ერთხელ დაესხა თავს ჩემს ოჯახს და ამჯერად, პირადად ჩემი მოკვლა სცადა. სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც მის შვილსა და ჩემს 19 წლის ძმისშვილს, არმენ მკოიანს შორის დაიწყო და რომელსაც საერთოდ არ ვესწრებოდი, მოგვიანებით, ჩემი უშუალო მცდელობით, განიმუხტა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე, ამოწურულად ჩავთვალე და ოჯახის წევრებთან ერთად ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდი, ადგილზე სამველ პეტროსიანი მოვიდა და ჩემი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა.

 

 

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, პეტროსიანმა ჩემი მიმართულებით სამჯერ, დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა.

 

 

„ამ ნაამბობს ადასტურებს ჩანაწერები სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან (იხილეთ დაბლა ვიდეო), რომელიც შს სამინისტროს მიერ უკვე ამოღებულია და საქმის მასალებში დევს. რომ არა საპატრულო ეკიპაჟის სწრაფი და დროული ჩარევა და ის ფაქტი, რომ პეტროსიანს მეოთხე გასროლისას იარაღმა უმტყუნა, შესაძლოა, ეს დაპირისპირება ტრაგედიით დასრულებულიყო.

 

 

 

 

„სამწუხაროდ, ზოგიერთი მიკერძოებული მედიასაშუალება მოვლენებს იმგვარად აშუქებს, თითქოს ამ დაპირისპირების ინიციატორი ვიყავი, თუმცა მინდა, სწორედ მათთვის განვმარტო, რომ როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით თავს ესხმი პარლამენტის წევრს და მის მოკვლას ცდილობ, ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლის უფლება, აუცილებელი მოგერიების პირობებში, ნამდვილად მქონდა.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ სამველ პეტროსიანმა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მის მიერ გასროლილი ტყვიები საკუთარი ხელით გადამალა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ მან ოთხჯერ, დამიზნებით მესროლა. ხოლო მოგვიანებით, პეტროსიანების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შს სამინისტროს თანამშრომლებმა მის სახელზე რეგისტრირებული ათობით სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღეს, რომელიც პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გასულ წლებში, მოსახლეობას უკანონოდ ჩამოართვა და საკუთარ სახელზე გაიფორმა.

 

 

„შეგახსენებთ იმასაც, რომ მისმა ვაჟმა, გევორქ პეტროსიანმა, გასული წლის 4 ოქტომბერს ჩემს ძმას, მარტუნ მკოიანს თავის არეში ქვით უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. აქვე განვმარტავ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ამ მუხლებით არამხოლოდ სამველ პეტროსიანი, არამედ ჩემი 19 წლის ძმისშვილიც დააკავეს, რომელმაც არასაბრძოლო იარაღით ჰაერში ჩემს დასაცავად გაისროლა. ამ ისედაც უაღრესად დაძაბულ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ჩამს, ძალაუფლებისთვის ბრძოლა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გადამწყვეტ ფაზაში შევა და ჩემი პოლიტიკური ოპონენტები კიდევ მეტი აგრესიით შეეცდებიან ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმას. თუმცა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს და ვიმედოვნებ, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, აცხადებს ენზელ მკოიანი.

 

კომენტარები: 31
#31   Thaddeus
      
References:


Us online casinos https://flashjournal.space
10 ივნისი 2026 00:50
#30   Sybil
      
References:


William hill desktop site https://telegra.ph/25-No-Deposit-Bonus-nutzen-06-07
9 ივნისი 2026 11:30
#29   Rosie
      
References:


Suncoast casino liveheadline.space
9 ივნისი 2026 09:01
#28   Margene
      
References:


Schecter blackjack atx solo 6 telegra.ph
9 ივნისი 2026 08:59
#27   Janice
      
References:


Cherokee casino west siloam springs https://hackmd.okfn.de/s/SkCsOYmxfl
7 ივნისი 2026 10:42
#26   Emile
      
References:


Grey eagle casino calgary https://dancewiki.site
7 ივნისი 2026 04:35
#25   Otis
      
References:


Casinos new orleans molchanovonews.ru
6 ივნისი 2026 23:43
#24   Twila
      
References:


Nyc casino https://500px.com/p/krogsgaardtmfnoel

References:


Painted hand casino https://onlinevetjobs.com
6 ივნისი 2026 21:48
#23   Miquel
      
References:


Super jackpot telegra.ph
6 ივნისი 2026 17:39
#22   Lavon
      
References:


Tioga downs casino rentry.co
6 ივნისი 2026 15:00
#21   Andrew
      
References:


Morongo casino telegra.ph
6 ივნისი 2026 07:48
#20   Francisca
      
References:


Slot games online https://undrtone.com/snakeclaus2
5 ივნისი 2026 13:33
#19   Oren
      
5 ივნისი 2026 13:31
#18   Kira
      
5 ივნისი 2026 08:55
#17   Joann
      
5 ივნისი 2026 05:51
#16   Faye
      
4 ივნისი 2026 21:26
#15   Violet
      
References:


Seminole hard rock casino telegra.ph
4 ივნისი 2026 21:14
#14   Mandy
      
References:


21 blackjack online https://commonwiki.space/
4 ივნისი 2026 19:38
#13   Helen
      
References:


Best online slots hedgedoc.eclair.ec-lyon.fr
4 ივნისი 2026 18:35
#12   Domingo
      
References:


Red star casino http://karayaz.ru/user/cementbetty70/
4 ივნისი 2026 15:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი