სამართალი - GUARDIAN.GE https://guardian.ge/ ka სამართალი - GUARDIAN.GE Guardian.ge პროკურატურამ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა https://guardian.ge/70663-prokuraturam-prezidenti-zurabishvili-saparlamento-archevnebis-savaraudo-gayalbebis-faqtze-datsyebuli-gamodziebis-farglebshi-gamokithkhvaze-daibara.html https://guardian.ge/70663-prokuraturam-prezidenti-zurabishvili-saparlamento-archevnebis-savaraudo-gayalbebis-faqtze-datsyebuli-gamodziebis-farglebshi-gamokithkhvaze-daibara.html

საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს  გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

]]>
https://guardian.ge/uploads/posts/2024-10/1730276195_33.jpg Wed, 30 Oct 2024 12:15:24 +0400
[ვიდეო] დააკავეს თურქეთის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც შიშველ მდგომარეობაში მყოფ ქართველ გოგოს სურათები ფარულად გადაუღო და მასთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ვიდეოკოლაჟი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა https://guardian.ge/70493-video-daakaves-thurqethis-moqalaqe-akhalgazrda-mamakaci-romelmac-shishvel-mdgomareobashi-myof-qarthvel-gogos-surathebi-farulad-gadaugho-da-masthan-urthierthobis-shetsyvetis-shemdeg-videokolazhi.html https://guardian.ge/70493-video-daakaves-thurqethis-moqalaqe-akhalgazrda-mamakaci-romelmac-shishvel-mdgomareobashi-myof-qarthvel-gogos-surathebi-farulad-gadaugho-da-masthan-urthierthobis-shetsyvetis-shemdeg-videokolazhi.html

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე.წ. სქრინებს კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-08/1692259273_dakaveba.png Thu, 17 Aug 2023 03:09:54 +0400
ლენტეხის მერიის შენობაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა https://guardian.ge/70485-lentekhis-meriis-shenobaze-thavdaskhmis-faqtze-braldebuls-sasamarthlom-5-tslith-thavisuflebis-aghkvetha-ganusazghvra.html https://guardian.ge/70485-lentekhis-meriis-shenobaze-thavdaskhmis-faqtze-braldebuls-sasamarthlom-5-tslith-thavisuflebis-aghkvetha-ganusazghvra.html

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-08/1692107840_11.jpg Tue, 15 Aug 2023 08:56:17 +0400
დააკავეს პირი, რომელმაც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს 220 000 აშშ დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც ბრალდებულმა დაზარალებულისაგან პირველ ეტაპზე 100 000 დოლარი მიიღო https://guardian.ge/70481-daakaves-piri-romelmac-siskhlis-samarthlis-saqmis-figurants-220-000-ashsh-dolaris-or-etapad-gadacema-mosthkhova-saidanac-braldebulma-dazaralebulisagan-pirvel-etapze-100-000-dolari-miigho.html https://guardian.ge/70481-daakaves-piri-romelmac-siskhlis-samarthlis-saqmis-figurants-220-000-ashsh-dolaris-or-etapad-gadacema-mosthkhova-saidanac-braldebulma-dazaralebulisagan-pirvel-etapze-100-000-dolari-miigho.html

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ცალკეული თანამდებობის პირებთან და მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში შეეძლო დახმარება.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-08/1692089729_saqarthvelos-generaluri-prokuratura.png Tue, 15 Aug 2023 03:58:33 +0400
საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო https://guardian.ge/70433-saqarthvelosa-da-indoethis-dedaqalaqebs-shoris-pirdapiri-sahaero-mimosvla-daitsyo.html https://guardian.ge/70433-saqarthvelosa-da-indoethis-dedaqalaqebs-shoris-pirdapiri-sahaero-mimosvla-daitsyo.html

ინდოეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Indigo-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. თბილისიდან დელიში 186 ადამიანი გაემგზავრა.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-08/1691567261_0o8a5886.jpg Wed, 09 Aug 2023 02:47:09 +0400
[ვიდეო] პროკურატურამ როინ შავაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 8 პირი დააკავა, 2 პირის მიმართ კი გამოცხადდება ძებნა https://guardian.ge/70331-prokuraturam-roin-shavadzis-ganzrakh-mkvlelobis-braldebith-8-piri-daakava-2-piris-mimarth-ki-gamockhaddeba-dzebna.html https://guardian.ge/70331-prokuraturam-roin-shavadzis-ganzrakh-mkvlelobis-braldebith-8-piri-daakava-2-piris-mimarth-ki-gamockhaddeba-dzebna.html

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1690543787_dakaveba1.png Fri, 28 Jul 2023 06:32:36 +0400
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა https://guardian.ge/70290-specialurma-sagamodziebo-samsakhurma-4-samarthaldamcavi-dzaladobriv-danashaulshi-amkhila.html https://guardian.ge/70290-specialurma-sagamodziebo-samsakhurma-4-samarthaldamcavi-dzaladobriv-danashaulshi-amkhila.html

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში, თბილისში, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1690265202_1.jpg Tue, 25 Jul 2023 01:06:31 +0400
[ვიდეო] 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ საქართველოს, ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეებს, დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრს - შსს-მ გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა გახსნა https://guardian.ge/70244-video-20-tslamde-an-uvado-thavisuflebis-aghkvetha-emuqrebath-saqarthvelos-bulgarethis-da-thurqethis-moqalaqeebs-danashaulebrivi-jgufis-22-tsevrs-shss-m-generalur-prokuraturasthan-erthad-narkotikebith.html https://guardian.ge/70244-video-20-tslamde-an-uvado-thavisuflebis-aghkvetha-emuqrebath-saqarthvelos-bulgarethis-da-thurqethis-moqalaqeebs-danashaulebrivi-jgufis-22-tsevrs-shss-m-generalur-prokuraturasthan-erthad-narkotikebith.html

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა გახსნეს, დანაშაულებრივი ჯგუფის ათეულობით წევრი გამოავლინეს, დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1689874370_5.png Thu, 20 Jul 2023 12:33:52 +0400
პროკურატურამ „საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო https://guardian.ge/70236-prokuraturam-sauniversiteto-klinikis-yofili-thanamshromlebis-da-kerdzo-kompaniis-yofili-direqtoris-mimarth-siskhlissamarthlebrivi-devna-daitsyo.html https://guardian.ge/70236-prokuraturam-sauniversiteto-klinikis-yofili-thanamshromlebis-da-kerdzo-kompaniis-yofili-direqtoris-mimarth-siskhlissamarthlebrivi-devna-daitsyo.html

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებლის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1689844712_111.png Thu, 20 Jul 2023 04:18:10 +0400
[ვიდეო] პოლიციამ „კრიმინალური ავტორიტეტები“, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდის“ ოჯახის წევრები ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით დააკავა https://guardian.ge/70235-video-policiam-kriminaluri-avtoritetebi-math-shoris-ori-kanonieri-qurdis-ojakhis-tsevrebi-jgufuri-gamodzalvis-braldebith-daakava.html https://guardian.ge/70235-video-policiam-kriminaluri-avtoritetebi-math-shoris-ori-kanonieri-qurdis-ojakhis-tsevrebi-jgufuri-gamodzalvis-braldebith-daakava.html

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1689839109_11.png Thu, 20 Jul 2023 02:46:14 +0400
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორად ზურაბ ზუბადალაშვილი დაინიშნა https://guardian.ge/70234-saqarthvelos-shinagan-saqmetha-saministros-akademiis-reqtorad-zurab-zubadalashvili-dainishna.html https://guardian.ge/70234-saqarthvelos-shinagan-saqmetha-saministros-akademiis-reqtorad-zurab-zubadalashvili-dainishna.html

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი წარუდგინა.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1689838313_1.jpg Thu, 20 Jul 2023 02:31:27 +0400
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს https://guardian.ge/70170-zhurnalistebisthvis-profesiul-saqmianobashi-khelis-sheshlis-da-dzaladobis-faqtze-erthi-piri-daakaves.html https://guardian.ge/70170-zhurnalistebisthvis-profesiul-saqmianobashi-khelis-sheshlis-da-dzaladobis-faqtze-erthi-piri-daakaves.html

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოქალაქე მ.შ. დაკავებული იქნა.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1689335853_55.jpg Fri, 14 Jul 2023 06:57:21 +0400
თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს https://guardian.ge/70164-thbilisshi-quthaissa-da-svanethshi-qurdul-samyarosthan-kavshirshi-myofi-13-piri-daakaves.html https://guardian.ge/70164-thbilisshi-quthaissa-da-svanethshi-qurdul-samyarosthan-kavshirshi-myofi-13-piri-daakaves.html

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1689250627_222.png Thu, 13 Jul 2023 07:16:17 +0400
ბრალდებული ბიუჯეტის კუთვნილ 597 200 ლარს დაეუფლა - სასამართლომ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო https://guardian.ge/70144-braldebuli-biujetis-kuthvnil-597-200-lars-daeufla-sasamarthlom-shps-khelvachauris-tsyalkanalis-yofili-direqtori-damnashaved-cno.html https://guardian.ge/70144-braldebuli-biujetis-kuthvnil-597-200-lars-daeufla-sasamarthlom-shps-khelvachauris-tsyalkanalis-yofili-direqtori-damnashaved-cno.html

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1689059079_555.png Tue, 11 Jul 2023 02:05:29 +0400
ადვოკატი: ივანიშვილი ვარაუდობს, რომ ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციით და ასევე, შესაძლოა „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით https://guardian.ge/70134-advokati-ivanishvili-varaudobs-rom-braldebulma-bachiashvilma-atheulobith-udzrav-modzravi-qoneba-sheidzina-mithvisebuli-bitkoinebis-realizaciith-da-aseve-shesadzloa-mtkvari-hesis-msheneblobis.html https://guardian.ge/70134-advokati-ivanishvili-varaudobs-rom-braldebulma-bachiashvilma-atheulobith-udzrav-modzravi-qoneba-sheidzina-mithvisebuli-bitkoinebis-realizaciith-da-aseve-shesadzloa-mtkvari-hesis-msheneblobis.html

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღძრულის სისხლის სამართლის საქმეზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ ბრალდებული ბაჩიაშვილი ივანიშვილთან არსებულ საქმიან ურთიერთობებში სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1688974794_ivanishvili.jpg Mon, 10 Jul 2023 02:49:08 +0400
სასამართლომ წარსულში ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს, გიორგი ბაჩიაშვილს 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა https://guardian.ge/70113-sasamarthlom-tsarsulshi-bidzina-ivanishvilis-ndobith-aghtcurvil-pirs-giorgi-bachiashvils-2-500-000-laris-odenobis-girao-sheufarda.html https://guardian.ge/70113-sasamarthlom-tsarsulshi-bidzina-ivanishvilis-ndobith-aghtcurvil-pirs-giorgi-bachiashvils-2-500-000-laris-odenobis-girao-sheufarda.html

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1688662755_bachiashvili.png Thu, 06 Jul 2023 11:59:43 +0400
პროკურატურამ წარსულში ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 8 253.13 ოდენობის ბიტკოინის (39 215 820 აშშ დოლარის) მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო https://guardian.ge/70109-prokuraturam-tsarsulshi-bidzina-ivanishvilis-ndobith-aghtcurvili-piris-giorgi-bachiashvilis-mimarth-siskhlis-samarthlebrivi-devna-8-25313-odenobis-bitkoinis-39-215-820-ashsh-dolaris.html https://guardian.ge/70109-prokuraturam-tsarsulshi-bidzina-ivanishvilis-ndobith-aghtcurvili-piris-giorgi-bachiashvilis-mimarth-siskhlis-samarthlebrivi-devna-8-25313-odenobis-bitkoinis-39-215-820-ashsh-dolaris.html

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1688635940_33.png Thu, 06 Jul 2023 04:36:43 +0400
რატი ბრეგაძე: როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში https://guardian.ge/70091-rati-bregadze-rodesac-iqneba-eqimebisgan-rekomendacia-saakashvili-gadayvanili-iqneba-penitenciur-datsesebulebashi.html https://guardian.ge/70091-rati-bregadze-rodesac-iqneba-eqimebisgan-rekomendacia-saakashvili-gadayvanili-iqneba-penitenciur-datsesebulebashi.html

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმების მხრიდან რეკომენდაციის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები, ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1688481202_6.jpg Tue, 04 Jul 2023 09:33:59 +0400
[ვიდეო] თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში ვანო მერაბიშვილს სცემეს https://guardian.ge/70083-video-thbilisis-erth-erth-afthiaqshi-vano-merabishvils-scemes.html https://guardian.ge/70083-video-thbilisis-erth-erth-afthiaqshi-vano-merabishvils-scemes.html

სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები გავრცელდა. შემთხვევა 2 იანვარს, თბილისში, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1688462520_4.png Tue, 04 Jul 2023 04:20:39 +0400
მიხეილ სააკაშვილი: შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ, ძალიან მხნედ ვარ... საქართველოს წინაშე მე დანაშაული არ ჩამიდენია https://guardian.ge/70069-mikheil-saakashvili-sheidzleba-fizikurad-sustad-viyo-magram-dzalian-dzlieri-var-shignidan-dzalian-magari-suliskvethebith-var-dzalian-mkhned-var-saqarthvelos-tsinashe-me-danashauli-ar-chamidenia.html https://guardian.ge/70069-mikheil-saakashvili-sheidzleba-fizikurad-sustad-viyo-magram-dzalian-dzlieri-var-shignidan-dzalian-magari-suliskvethebith-var-dzalian-mkhned-var-saqarthvelos-tsinashe-me-danashauli-ar-chamidenia.html

შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ, ძალიან მხნედ ვარ... საქართველოს წინაშე მე დანაშაული არ ჩამიდენია“, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სამედიცინო ცენტრ „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. 

]]>
http://guardian.ge/uploads/posts/2023-07/1688386699_misha1.png Mon, 03 Jul 2023 07:18:43 +0400